გლინტვეინის მომზადების წესები
- გლინტვეინი - ჯადოსნური სასმელი, რომელიც ცივ დღეებს გაგითბობთ და სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით!!!
- ჩვენ, მისი მომზადების რამდენიმე მნიშვნელოვან წესს გასწავლით:
- სასმელი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი ღვინოს ცალკე ქვაბში გაათბობთ, ხოლო ხილსა და სანელებლებს ცალკე.
- არ მიიყვანოთ ღვინო ადუღებამდე – ამ შემთხვევაში ალკოჰოლი აორთქლდება და სასმელი კომპოტს დაემსგავსება. აჯობებს, უბრალოდ შეათბოთ გლინტვეინი დაბალ ცეცხლზე.
- მომზადებული გლინტვეინი აუცილებლად გადაწურეთ. ასე ღვინო უფრო გამჭვირვალე გახდება და სმის დროს სხვადასხვა ინგრედიენტი, უსიამოვნო შეგრძნებას არ შეგიქმნით.
უკან რჩევებში