ბოსტნეულის მოხარშვა შეგიძლიათ, როგორც წყალში, ასევე ორთქლზე - თუმცა ორთქლზე მოხარშვის შემთხვევაში, პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებები გაცილებით ნაკლებად იკარგება.
იმისათვის, რომ მოხარშული ბოსტნეული იყოს რბილი და ჰქონდეს სასიამოვნო გემო, ხარშვისას წყალში უნდა დაამატოთ ცოტა შაქარი.
ბოსტნეული უნდა მოხარშოთ კანიანად, რათა ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა შეინარჩუნოთ.
უმჯობესია თუ ბოსტნეულს ჩააწყობთ ადუღებულ წყალში და მოხარშავთ დახურულ ჭურჭელში. ამ შემთხვევაშიც გაცილებით დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეინარჩუნებთ!
ბოსტნეული უნდა გარეცხოთ მხოლოდ ცივი წყლით.
სტაფილოს და კარტოფილის ჭარხალთან ერთად მოხარშვა არ შეიძლება, რადგან ამგვარად ისინი კარგავენ ფერსა და გემოს.
იმისათვის, რომ კარტოფილი სწრაფად მოიხარშოს, შეგიძლიათ წყალში ზეთი დაამატოთ.
ჩვენი ვებგვერდი იყენებს ქუქიებს. გაგრძელებით, ჩვენ ვივარაუდებთ თქვენს ნებართვას განვათავსოთ ქუქი-ფაილები, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში