ბლოგი
წყალი და ჯანმრთელობა

წყალი და ჯანმრთელობა

წყალი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ადამიანის სხეულის  70 % -ი სითხისგან შედგება. აქედან გამომდინარე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ წყალს მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია:

 

  • სითხე აუცილებელია სხეულის ტემპერატურის რეგულირებისთვის, იცავს ორგანიზმს გამოფიტვისგან და მატებს ენერგიას;
  • სისხლი, რომლის უდიდესი ნაწილი სითხეა, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, გადააქვს ჟანგბადი და სხვადასხვა საჭირო ნივთიერება ქსოვილებამდე;
  • სითხე შარდის საშუალებით გამოდევნის უსარგებლო, ზედმეტ მეტაბოლურ პროდუქტებს.
  • წყალს ვერ ჩაანაცვლებთ სხვა სასმელით. ის ეხმარება ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში.

 

გაინტერესებთ რა რაოდენობით სითხე უნდა მივიღოთ დღის მანძილზე? წყლის სადღეღამისო ნორმა შეგიძლიათ იანგარიშოთ სხეულის მასის მიხედვით:

 

ქვედა ზღვარი=სხეულის წონა (კგ) * 0,033

ზედა ზღვარი=სხეულის წონა (კგ) * 0,066

 

მაგ: მე ვარ 58 კგ. 58 გავყავი 0.033 და მივიღე 1.757 ე.ი.  დღის მანძილზე, უნდა მივიღო საშუალოდ 1 800 მლ ლიტრი სითხე.

 

წყალი სასარგებლოა არა მარტო ორგანიზმისთვის, არამედ თქვენი სილამაზისთვისაც. წყლის მიღებასა და წონის კლებას შორის დადებითი კორელაცია არსებობს. წყალი მადის ბუნებრივი ჩამხშობია, კალორიების წვას აუმჯობესებს, კანს ანიჭებს სიმკვრივესა და ელასტიურობას. ამიტომ დღის განმავლობაში, თქვენი კანი, რომ არ იყოს მშრალი, გაღიზიანებული და უფერული, დალიეთ  წყალი.

 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როდის უნდა დავლიოთ წყალი ვარჯიშის დროს. უმჯობესია, წყალი ვარჯიშამდე დაახლოებით 10-15 წუთით ადრე დალიოთ. აქ მთავარია, რომ ვარჯიშის დროს თავი იგრძნოთ კომფორტულად. ასევე ვარჯიშის დროს არ შეიკავოთ თავი წყლის დალევისგან. თუ მოგწყურდათ დალიეთ რამდენიმე ყლუპი და გააგრძელეთ ვარჯიში.

 

აუცილებელია ვიცოდეთ, როდის არ უნდა დავლიოთ წყალი:

 

  • არ შეიძლება წყლის დალევა უშუალოდ ძილის წინ. ღამე ჩვენი თირკმელები უფრო ნელა მუშაობს, ვიდრე დღისით. ამის გამო, დილას, შეიძლება გაიღვიძოთ სახის და კიდურების შეშუპებით.
  • არ შეიძლება წყლის დალევა ჭამის დროს და უშუალოდ ჭამის შემდეგ. ჭამის დროს წყლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მოუნელებლობა.

 

ჭამის დროს აქტიურად ხდება ნერწყვის გამომუშავება, რომელიც მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს შეიცავს. წყლის მიღების დროს ნერწყვის რაოდენობა მცირდება. ამის გამო მოუნელებლობასთან ერთად ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს ჩვეულებრივი საკვების გადაუმუშავებელი ტოქსიკური ნარჩენები.

 

როდესაც გრძნობთ წყურვილს ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში წყლის რესურსი იწურება. ამიტომ აუცილებელია ორგანიზმის შევსება წყლით, რათა რაც შეიძლება მალეაღიდგინოს ორგანიზმა წყლის დანაკარგი, არ მოხდეს მისი დეჰიდრატაცია,შეამციროსსხეულის დაღლილობის შეგრძნება და ხელი შეუწყოს თქვენი გუნება–განწყობის გაუმჯობესებას.

 

ქეთი ხატიაშვილი

 

 

 

ქეთი პროფესიონალი ტანმოვარჯიშეა. ის საქართველოს ჩემპიონია ტანვარჯიშში.

აქტიური სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ, იგი „ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის“ დამფუძნებელია, სადაც გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ქეთი, ამავე დროს, აქტიური ბლოგერია და საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო ინფორმაციასა და თავის გამოცდილებას.

ყველაზე მეტად შვილთან ერთად ყოფნა სიამოვნებს, ასევე ძალიან უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების შეცნობა.