სიახლეები
ნიკორამ 300 არაგველზე განახლებული სუპერმარკეტი გახსნა

ნიკორამ 300 არაგველზე განახლებული სუპერმარკეტი გახსნა

26 მარ. 2014

წინანდლის #9-ში (მეტრო "300 არაგველის" მიმდებარედ) "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სუპერმარკეტში ფართი 2-ჯერ გაიზარდა და მომხმარებელს ობიექტში ახლა უკვე "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდების პროდუქციის გარდა, სხვა ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების შეძენაც შეუძლია. 

სუპერმარკეტი ტრადიციიულად მხიარული მუსიკისა და შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნა - ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას კომპანიის წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდა. ამას გარდა, სუპერმარკეტის 15-ე მომხმარებელი კომპანიისაგან სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა.