სიახლეები
ლეო ანთაძემ ნიკორას თანამშრომლებისთვის მონო-სპექტაკლი ითამაშა

ლეო ანთაძემ ნიკორას თანამშრომლებისთვის მონო-სპექტაკლი ითამაშა

07 ივლ. 2014

საქართველოს სახალხო არტისტმა, ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა ლეო ანთაძემ "ნიკორას" თანამშრომლებისთვის მონო-სპექტაკლი ითამაშა. 

არტისტი კომპანიის სათაო ოფისს 4 ივლისს ესტუმრა და "ნიკორას" წარმომადგენლები სამუშაო დღის ბოლოს, სხვადასხვა ცნობილი თეატრალური დადგმებიდან ამონარიდი კომედიური სცენებით გაახალისა.