სიახლეები
ნიკორას გუნდმა Wings for Life World Run-ში მიიღო მონაწილეობა

ნიკორას გუნდმა Wings for Life World Run-ში მიიღო მონაწილეობა

09 მაი. 2016

"ნიკორას" გუნდმა ‎საქველმოქმედო‬ მარათონში - Wings for Life World Run 2016-ში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლდინგში შემავალი ბრენდების თანამშრომლებმა სტარტი ლოპოტას ხეობიდან მსოფლიოს 6 კონტინენტის მონაწილეებთან ერთად აიღეს და საუკეთესოთა შორისაც მოხვდნენ.

"ნიკორას“ ხორცპროდუქტების საწარმოს თანამშრომელმა - ვალერი წიკლაურმა 30.28 კმ გაირბინა. გამორჩეული შედეგები აჩვენეს სხვა მონაწილეებმაც:

სანდრო სირბილაძე - 20.36 კმ 
ბექა არზიანი - 20.04 კმ
ნიკა მეზიროვი - 18.03 კმ
მევლუდ მანდარია - 16.47 კმ

საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლები "ნიკორასგან" სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.