სიახლეები
ნიკორამ ემიგრანტების ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა

ნიკორამ ემიგრანტების ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა

20 მაი. 2016

19 მაისს, მეტრო თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ემიგრანტების მიერ დაარსებულმა ფონდმა - "თამარიანი," "ნიკორას" მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გამართა.

აქციის ფარგლებში მსურველებს დაურიგდათ უფასო საკვები და ლიმონათები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართველებისადმი ემიგრანტების სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას.