სიახლეები
პატარა მხატვრების კონკურსის გამარჯვებულს ნიკორა სკოლაში ესტუმრა

პატარა მხატვრების კონკურსის გამარჯვებულს ნიკორა სკოლაში ესტუმრა

03 ივნ. 2016

"ნიკორამ" პატარა მხატვრების კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა. კონკურსი კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე 10 მაისიდან მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება 13 წლამდე ბავშვებს შეეძლოთ.

თავისუფალი იყო კონკურსის თემა - მონაწილეებს ევალებოდათ "ნიკორასთან" დაკავშირებული ნამუშევრების შექმნა.

95 ნახატს შორის სამი საუკეთესო კომპანიის სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. პირველი ადგილის მფლობელ ზუკა ბარბაქაძეს, დაპირებისამებრ, "ნიკორას" მხიარული თოჯინები -მზარეული და ძროხა სკოლაში საჩუქრებითა და ტკბილეულით ესტუმრნენ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ბავშვებს - ინაკო გზირიშვილსა და ანა ნარიმანიძეს კი კომპანიისაგან სახატავი აქსესუარები გადაეცათ.