სიახლეები
ნიკორა, კაიზერის ბრენდის ქვეშ, სნეკების ხაზს აფართოებს

ნიკორა, კაიზერის ბრენდის ქვეშ, სნეკების ხაზს აფართოებს

23 ივლ. 2016

"ნიკორა" ლუდის მოყვარულებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ პროდუქტს სთავაზობს... მსოფლიოში პოპულარული და ცნობილი პროდუქტის - "ჯერკის" შეძენა კომპანიის სუპერმარკეტებში უკვე შესაძლებელია!

"‎ჯერკი‬" ღორისა და საქონლის ხორცის თხელ, უცხიმო ნაჭრებს წარმოადგენს - ნედლად გამომშრალი და შებოლილია. ზომიერზე მეტად გამოხატული სანელებლების გემო, სიცხარე და მარილი მას ლუდის შეუცვლელ თანაპროდუქტად აქცევს.

ამას გარდა, "კაიზერის" ბრენდის ქვეშ კიდევ ორი სახეობის სნეკის - "შეიკა ლუდისთვის" და "ჩალაღაჯი ლუდისთვის" წარმოება დაიწყო.