სიახლეები
ნიკორამ თანამშრომლები დააჯილდოვა

ნიკორამ თანამშრომლები დააჯილდოვა

06 აგვ. 2018

კომპანია "ნიკორამ“ დისტრიბუტორები და პრისეილერები დააჯილდოვა.

გამარჯვებულები სპეციალური შეჯიბრის მეშვეობით გამოვლინდნენ, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მიმდინარეობდა.

დისტრიბუტორებსა და პრისეილერებს შორის შეჯიბრი სხვადასხვა კატეგორიაში იმართებოდა. ერთ-ერთი მიმართულება კი "ნიკორას“ ახალი, დაცული შეფუთვების რეალიზაცია იყო.

საუკეთესო შედეგების მქონეებს, ფულადი პრიზები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

პრისეილერებს შორის გამარჯვებულები გახდნენ:

1 ადგილი - ანდრო მჭედლიძე;

2 ადგილი - ზურაბ ნონიკაშვილი;

3 ადგილი - ლევან ხარაზიშვილი;

დისტრიბუციის მიმართულებით, წარმატებას ექვსმა თანამშრომელმა მიაღწია.

1 ადგილი - გიორგი მეთეშაშვილი და ბახვა მუმლაძე;

2 ადგილი - ზაზა კონჭოშვილი და როინ ცენტერაძე;

3 ადგილი - ილია მარიამიძე და გაგა მიქაძე;