| Ge | En |
სს “ნიკორა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიას, რომელშიც ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, მათთან კავშირი არ აქვს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინდა. აღნიშნულ ინფორმაციაში ნახსენებია შპს “ნიკორა“, საიდანაც ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი.
“ჩვენს ჰოლდინგში შემავალ არც ერთ ბრენდს კავშირი არ აქვს განცხადებაში მოყვანილ ფაქტთან. სურსათი ეროვნული სააგენტოც ადასტურებს რომ ადგილი აქვს მხოლოდ შპს-ს სახელის დამთხვევას და განსხვავდება ამ ორი შპს-ს საიდენტიფიკაციო კოდი“, -აღნიშნულია სს “ნიკორას“ განცხადებაში.
ჩვენი ვებ-გვერდი იყენებს Cookie ფაილებს, რათა დავხვეწოთ და გავამარტივოთ თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა, ღილაკზე „არ ვეთანხმები“-ს დაჭერის შემთხვევაში თქვენ უარს აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
| პროდუქცია | კულინარია მოვლენები |