სიახლეები
ნიკორამ საბავშვო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

ნიკორამ საბავშვო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

13 დეკ. 2019

კომპანია "ნიკორამ“ კონკურსის, "გემრიელი პიკნიკი მეგობრებთან და "ნიკორასთან“ ერთად“, სამი გამარჯვებული გამოავლინა და დაასაჩუქრა.

კონკურსი პატარა მხატვრებისთვის "საბავშვო კარუსელის“ ნოემბრის ნომერში გამოცხადდა.

კონკურსის პირობის თანახმად, პატარებს გემრიელი და მხიარული პიკნიკი უნდა დაეხატათ, მეგობრებთან და "ნიკორასთან“ ერთად.

კონკურსში საკმაოდ ბევრმა პატარა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. ამ ძალიან ბევრ და ლამაზ ნახატს შორის "ნიკორას“ დიზაინერებმა, სამი საუკეთესო გამოავლინეს. გამარჯვებული პატარა მხატვრები, კომპანიისგან სამახსოვრო საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი - შოთიკო შანშიაშვილი

II ადგილი - ანი მილაძე

III ადგილი - თამარ ხომასურიძე