სიახლეები
ნიკორამ თანამშრომლებს ორბეთის ღია სივრცეში უმასპინძლა

ნიკორამ თანამშრომლებს ორბეთის ღია სივრცეში უმასპინძლა

21 აგვ. 2020

ივლისსა და აგვისტოში, ორბეთის ღია სივრცეში, "ნიკორა“ ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის გუნდური გასვლები მოეწყო.

ღონისძიება სახალისო აქტივობებს და აზარტულ თამაშებს მოიცავდა.

აღნიშნული პროექტი "ნიკორა“ ჰოლდინგში შემავალი ბრენდების თანამშრომლებისთვის წამახალისებელ და გასართობ ხასიათს ატარებდა.

ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქგარეთ, არაფორმალურ გარემოში გასვლა, თანამშრომლებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.