სიახლეები
კომპანია ნიკორამ საქველმოქმედო Flea Market-ში მიიღო მონაწილეობა

კომპანია ნიკორამ საქველმოქმედო Flea Market-ში მიიღო მონაწილეობა

09 სექ. 2020

კომპანია "ნიკორა“ გახდა “შენმოქმედი” და საქველმოქმედო Flea Market-ს შეუერთდა.

ღონისძიების მიზანი 1000 მრავალშვილიანი ოჯახის კომპიუტერებით უზრუნველყოფა იყო.

საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთნენ, როგორც მოქალაქეები, ასევე საინიციატივო ჯგუფები და კერძო კომპანიები.

საქველმოქმედო ბაზრობაზე მისულ სტუმრებს, საინტერესო აქტივობებთან ერთად, "ნიკორას“ გემრიელი ხორცპროდუქტებიც დახვდათ.