სიახლეები
ნიკორამ დევნილ აფხაზ ოჯახებს საჩუქრები გადასცა

ნიკორამ დევნილ აფხაზ ოჯახებს საჩუქრები გადასცა

17 ოქტ. 2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და "ნიკორას" ფინანსური მხარდაჭერით, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს საჩუქრები გადაეცათ. 
პროექტის მთავარი მიზანი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი აფხაზი დევნილების თანადგომა, მათ მიმართ მხარდაჭერის გამოვლენა გახლდათ.  

"ნიკორას" პროდუქციის სასაჩუქრე კალათები დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და "ნიკორას" წარმომადგენლებმა გადასცეს. 
აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა აფზახეთი სამი წლის წინ საკუთარი ნებით დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.