სიახლეები
პალომას საქველმოქმედო აქცია ბავშვთა დღესთან დაკავშირებით

პალომას საქველმოქმედო აქცია ბავშვთა დღესთან დაკავშირებით

01 ივნ. 2010

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ნიკორამ" ნაყინის აქცია გამართა. კომპანიის 30 საფირმო მაღაზიაში, პატარებს უგემრიელესი ჭიქის ნაყინი "პალომა" აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადაეცათ. გარდა ამისა, დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და სხვა პატარებისთვის კომპანიამ კოსტიუმირებული გასართობი ღონისძიებებიც გამართა.