სიახლეები
ნიკორამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

ნიკორამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

10 აპრ. 2015

სს "ნიკორას" წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. კომპანიამ უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ხანდაზმულებს და მრავალშვილიან ოჯახებს წინასააღდგომოდ, პასკები, კვერცხები, ბურღულეული, საკუთარი წარმოების ხორცპროდუქტები, თევზეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული და ლიმონათები გადასცა.

ღონისძიება "ნიკორას" სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის თანადგომა, მათ დახმარებაში წვლილის შეტანას გახლდათ.