სიახლეები
ნიკორა კვლავ ჩემპიონია

ნიკორა კვლავ ჩემპიონია

25 ოქტ. 2013

ზედიზედ მეორედ, "ნიკორას" საფეხბურთო გუნდი "პარტნიორთა თასის" გამარჯვებული გახდა. ფინალური შეხვედრა, რომელიც ანგარიშით - 0:0 დასრულდა ნიკორელებმა "ელიზის" წარმომადგენლებთან გამართეს. გუნდმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა. 
ტურნირის მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისი თანმიმდევრობით, "ელიზისა" და "გუდვილის" გუნდებმა დაიკავეს. 

გამარჯვებულები სპეციალური მედლებით, თასით და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული კი "ნიკორას" სადისტრიბუციო სამსახურის წარმომადგენელს, კახა ბახტაძეს ხვდა წილად. 

"პარტნიორთა თასის" ტურნირი JTI-ის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მასში ქართულ ბაზარზე მოქმედი სადისტრიბუციო და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.