სიახლეები
ნიკორამ სანდეის, კი ბატონოსა და ჰომმარტის სუპერმარკეტები შეისყიდა

ნიკორამ სანდეის, კი ბატონოსა და ჰომმარტის სუპერმარკეტები შეისყიდა

09 დეკ. 2014

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში "სანდეის", "კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" სავაჭრო ობიექტები გაერთიანდნენ. კომპანიის საკუთრებაში,ზუგდიდში არსებული "სანდეის" შვიდი, ხოლო თბილისში "კი ბატონოს" სამი და "ჰომმარტის" ორი სუპერმარკეტი გადავიდა.

"ნიკორას" სუპერმარკეტების რაოდენობამ, ქვეყნის მასშტაბით, 110-ს მიაღწია. ამ ეტაპზე, კომპანია დედაქალაქში 70-მდე ობიექტს, რეგიონებში კი 40-მდე სუპერმარკეტს ფლობს. 

"კი ბატონოს", "ჰომმარტისა" და 'სანდეის" სუპერმარკეტებში უახლოეს მომავალში განხორციელდება ცვლილებები. ობიექტები თანამედროვე სტანდარტებს მოერგება - გაფართოვდება არსებული პროდუქციის ასორტიმენტი და კიდევ უფრო დაიხვეწება მომსახურების ხარისხი. 

"კი ბატონოსა" და "ჰომმარტის" შემთხვევაში, მოხდება სრული რებრენდინგი და თბილისში არსებული ხუთივე ობიექტის ადგილას "ნიკორას" სუპერმარკეტი გაიხსნება. რაც შეეხება ზუგდიდში მოქმედ "სანდეის" 7 სავაჭრო ობიექტს, ამ შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნება ბრენდის სახელი, სავაჭრო ნიშანი და ფორმატი - მოხდება ასორტიმენტის გაზრდა და სულ მალე, სუპერმარკეტებში სრულად იქნება წარმოდგენილი კომპანიის ჰოლდინგის ქვეშ არსებული ბრენდების პროდუქცია, გაუმჯობესდება მომსახურებაც.