სიახლეები
ნიკორა გამარჯვებულია

ნიკორა გამარჯვებულია

06 ოქტ. 2010

2010 წლის სექტემბრში სარეკლამო კომპანია "მაკენ-ერიქსონ ჯორჯიას" ორგანიზებით ჩატარდა მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი "Partnership Cup 2010", სადაც მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: "ნიკორა",  "ახალი", "იბისი", "პრინცი", "ვეჯინი", "იოლი გასტრონომია", "აქვავიტა", "რომპეტროლ-საქართველო",  "Georgian Lottery Company", სარეკლამო კომპანია "Outdoor.ge", "ELIZ Group" და "Wide Distribution".

2010 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი და "Partnership Cup 2010"-ის მფლობელი გახდა "ნიკორას" საფეხბურთო გუნდი.