სიახლეები
პატარა მხატვრების კონკურსის გამარჯვებულს ნიკორა სკოლაში ესტუმრა

პატარა მხატვრების კონკურსის გამარჯვებულს ნიკორა სკოლაში ესტუმრა

18 მაი. 2015

47-ე საჯარო სკოლაში "ნიკორას" თოჯინების გამოჩენას დიდი ჟივილ-ხივილი და მხიარულება მოჰყვა. კომპანიამ დანაპირები შეასრულა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული პატარა მხატვრების კონკურსის გამარჯვებულს, ალექსანდრე გიორგაძეს სკოლაში ესტუმრა.

ალექსანდრესა და მის კლასელებთან ერთად, 'ნიკორამ" ღონისძიებაზე კონკურსის კიდევ ორი გამარჯვებული - ელენე ელყანიშვილი და ბარბარე ზოიძე მოიწვია და კუთვნილი პრიზები გადასცა.

მხიარული შოუს შემდეგ პატარებმა "მზარეულის საცხობის" გემრიელი ტორტიც დააგემოვნეს და საყვარელ თოჯინებთან ერთად სამახსოვროდ უამრავი ფოტოც გადაიღეს.