სიახლეები
ნიკორამ თბილისსა და ბათუმში 3 ახალი სუპერმარკეტი გახსნა

ნიკორამ თბილისსა და ბათუმში 3 ახალი სუპერმარკეტი გახსნა

14 ივლ. 2015

"ნიკორას" ქსელი თბილისსა და რეგიონებში კვლავ აქტიურად ფართოვდება. გასულ კვირას, კომპანიამ 3 ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა. სუპერმარკეტები დედაქალაქსა და აჭარის რეგიონში - კერძოდ, ბათუმში გაიხსნა. 

თბილისში - დადიანის 87 და კვერნაძის 13 ნომერში მდება სუპერმარკეტებში მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეძენის შესაძლებლობა აქვს. ბათუმის სავაჭრო ობიექტში - ჭავჭავაძის #34-ში კი, კვების პროდუქტების პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებისა და ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების ასორტიმენტიც გახლავთ წარმოდგენილი.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ახალი სუპერმარკეტების გახსნა კვლავ მხიარულ, გემრიელ და საინტერესო გარემოში მოხდა. კომპანია შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი წარმოების პროდუქციითაც გაუმასპინძლდა. 
 
ახალი სუპერმარკეტები მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.