სიახლეები
ნიკორას ქსელი რეგიონებშიც აქტიურად ფართოვდება

ნიკორას ქსელი რეგიონებშიც აქტიურად ფართოვდება

05 აგვ. 2011

"ნიკორას" საფირმო ქსელს კიდევ ორი მაღაზია შეემატა. 3 და 4 აგვისტოს კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხსა და ყვარელში "ნიკორას" ორი ახალი ობიექტი გაიხსნა. მაღაზიების გახსნის ცერემონიალმა ხმაურიანად - მხიარული მუსიკისა და ფერად-ფერადი საჩუქრების ფონზე ჩაიარა. შეკრებილი საზოგადოებისათვის უამრავი გათამაშება გაიმართა და გამარჯვებულებს საჩუქრად "ნიკორას" უგემრიელესი სასაჩუქრე კალათები გადაეცათ.

ახალ საფირმო მაღაზიებში "ნიკორა" მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ამჟამად, "ნიკორა" კახეთის რეგიონში ექვს, საქართველოს მასშტაბით კი - 78 საფირმო მაღაზიას ფლობს.