სიახლეები
ნიკორას ახალი ინიციატივა და დასაქმების ფორუმი

ნიკორას ახალი ინიციატივა და დასაქმების ფორუმი

10 მაი. 2011

12 მაისს, 13 საათზე, კომპანია "ნიკორას" ინიციატივით, სასტუმრო "ამბასადორში" სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელებისა და HR დეპარტამენტის  დირექტორების  შეხვედრა გაიმართება. კონფერენციის მთავარი მიზანი, ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შორის საქმიანი, კეთილგანწყობილი, ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება,  გამოცდილების, ცოდნისა და იდეების გაზიარება გახლავთ. 

კონფერენციის დასრულების შემდეგ – 16:00–18:00სთ-ზე, დასაქმების ფორუმი  გაიმართება. ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე: დირექტორი, კატეგორიის მენეჯერი, ანალიტიკოსი, პროექტის მენეჯერი, 1C-ის ოპერატორი, მაღაზიის მენეჯერი, დარბაზის ადმინისტრატორი, მოლარე, კონსულტანტი, დისტრიბუტორი, დაცვის თანამშრომელი.