სიახლეები
თბილისში ნიკორას ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

თბილისში ნიკორას ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

29 აპრ. 2013

27 აპრილს, დიღმის მასივში, "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი მაიაკოვსკის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს (მეორე კვარტალი, კორპუსი 5ბ) მდებარეობს და მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების საკვები პროდუქტის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

გახსნის ცერემონიალზე ფლეშმობმა და "ნიკორას" ბანერებით გაფორმებულმა ღია ავტობუსმა დიღმის მოსახლეობის ხალისიან განწყობაზე იზრუნა. მსურველებს, "ნიკორას" წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  "ნიკორას" ყველა ახალი სუპერმაკეტი შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნება.