სიახლეები
საგარეჯოში ნიკორას განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა

საგარეჯოში ნიკორას განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა

13 დეკ. 2014

მხიარულებასა და საახალწლო განწყობის ფონზე ჩაიარა "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმა საგარეჯოში. აღმაშენებლის #12-ში შეკრებილი მოსახლეობის გახალისებაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოცეკვავე გოგონები და გიგანტური თოჯინები ზრუნავდნენ. "ნიკორა" სუპერმარკეტის პირველ მომხმარებლებს გემრიელი ფურშეტითა და შუშხუნა ღვინითაც გაუმასპინძლდა. 

საგარეჯოში მდებარე სავაჭრო ობიექტის გახსნით, "ნიკორამ" კახეთის რეგიონის ქსელის განახლების პროცესი დაასრულა. სუპერმარკეტში გაიზარდა ფართი, პროდუქციის ასორტიმენტი და კიდევ უფრო დაიხვეწა მომსახურების ხარისხი.