Ge | En |
27 ივნისს, კანდელაკის 33/35 ნომერში "ნიკორას" კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი გაისხნა. სავაჭრო ობიექტი, რომელიც დედაქალაქში კომპანიის რიგით 63-ე მაღაზიაა, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტის პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
"ნიკორა" სავაჭრო ქსელის გაფართოების პროცესს კვლავ შოუს ელემენტების თანხლებით განაგრძობს. მხიარულ გარემოში - გემრიელი პროდუქციისა და საჩუქრების თანხლებით ჩაიარა კანდელაკის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმაც.
შეგახსენებთ, რომ "ნიკორა" საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან სავაჭრო ქსელს ფლობს. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, კომპანიის 93 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, რომელთაგან 63 დედაქალაქში, 30 კი სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს.
ჩვენი ვებგვერდი იყენებს ქუქიებს. გაგრძელებით, ჩვენ ვივარაუდებთ თქვენს ნებართვას განვათავსოთ ქუქი-ფაილები, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |