სიახლეები
ნიკორას სუპერმარკეტების ქსელმა კი ბატონოს სავაჭრო ობიექტების რებრენდინგის პროცესი დაიწყო

ნიკორას სუპერმარკეტების ქსელმა კი ბატონოს სავაჭრო ობიექტების რებრენდინგის პროცესი დაიწყო

14 მაი. 2015

13 მაისს, "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი ისნის რაიონში - "კი ბატონოს" მაღაზიის ადგილას გაიხსნა. ობიექტი ქეთევან დედოფლის გამზირზე - 90 ნომერში მდებარეობს და მასში ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი სპექტრია წარმოდგენილი. ახლა უკვე „ნიკორას“ ბრენდის ქვეშ მოქმედ სუპერმარკეტში ჰიგიენის საშუალებებისა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების შეძენაცაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელმა თბილისში მდებარე "კი ბატონოს" 3 ობიექტი გასული წლის ბოლოს - "ჰომმარტისა" და ზუგდიდში მოქმედი "სანდეის" ქსელის პარალელურად შეიძინა და უახლოეს მომავალში მის სრულ რებრენდინგს გეგმავს.
ქეთევან წამებულის 90 ნომერში გახსნილი ობიექტი "ნიკორას" რიგით 74-ე სუპერმარკეტია დედაქალაქში.