სიახლეები
ნიკორას ფეხბურთის გუნდის გამარჯვება

ნიკორას ფეხბურთის გუნდის გამარჯვება

15 ოქტ. 2012

სს "ნიკორას" საფეხბურთო გუნდი "პარტნიორთა თასი 2012"-ის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში "ნიკორამ" "იოლის" წარმომადგენლები დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.   

"პარტნიორთა თასის"  გათამაშება, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება და მასში საქართველოს ბაზარზე მოქმედი სადისტრიბუციო და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იღებენ მონაწილეობას. წელს, "ნიკორას" კონკურენტები "საქართველოს ფოსტის", "ელიზის", "პოპულის", "იოლისა" და "ჯეი-თი-აის" გუნდები გახლდნენ.