სიახლეები

სტუმრად ავლაბრის ბავშვთა სახლში

წინასაახალწლოდ, "ნიკორამ" განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ავლაბრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულა.  კომპანიამ ბავშვებს საკუთარი პროდუქცია, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცა.  აქციის მიზანი პატარებისათვის დღესასწაულის მცირედით გალამაზება გახლდათ.    
დაწვრილებით
დეკ
24
2010

სს ნიკორა გაწევრიანდა იყიდე ქართულის პროექტში

სს "ნიკორა" გაწევრიანდა "იყიდე ქართულის" პროექტში,  რომელიც წარმოადგენს ქართული კომპანიებისა და ქართული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების გაერთიანებას.  
დაწვრილებით
ნოე
19
2010

ნიკორას ახალი სუპერმარკეტი

"ნიკორას" პირველი, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე საფირმო მაღაზია სუპერმარკეტის ფორმატზე გადავიდა და "აქსის პალასის" (ბახტრიონისა და კუტუზოვის კუთხე) პირველ სართულზე განთავსდა. მაღაზიის ფართი 60-დან 300 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. სარეალიზაციოდ წარმოდგენილია როგორც "ნიკორას" შემადგენლობაში შემავალი ბრენდების მიერ წარმობული 700-მდე დასახელების პროდუქტი, ასევე 3000-ზე მეტი სხვადას...
დაწვრილებით
ნოე
09
2010

ნიკორა გამარჯვებულია

2010 წლის სექტემბრში სარეკლამო კომპანია "მაკენ-ერიქსონ ჯორჯიას" ორგანიზებით ჩატარდა მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი "Partnership Cup 2010", სადაც მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: "ნიკორა",  "ახალი", "იბისი", "პრინცი", "ვეჯინი", "იოლი გასტრონომია", "აქვავიტა", "რომპეტროლ-საქართველო",  "Georgian Lott...
დაწვრილებით
ოქტ
06
2010

საჩუქარი პირველკლასელებს

სს "ნიკორამ" 15 სხვადასხვა სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ასობით ბავშვმა საჩუქრად წიგნების სანიშნი, საწერი კალამი და გაკვეთილების ცხრილის აღმნიშვნელი პლაკატი მიიღო.  აქცია ვაკის, ვერის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბის, თემქის, გლდანის, ვარკეთილისა და ვაზისუბნის საშუალო სკოლებში ჩატარდა.
დაწვრილებით
სექ
23
2010

კიდევ ორი ახალი პროდუქტი ნიკორას მომხმარებლებისთვის

"ნიკორა" მომხმარებლებს ორ ახალ პროდუქტს სთავაზობს. "საიუბილეობს" სერიის სოსისი - "ნიურნბერგის  ბრათვურსტი" და სარდელი - "პიცა" უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ კომპანიის საფირმო მაღაზიებში.  "ნიურნბერგის  ბრათვურსტი" ტრადიციული ბავარიული სოსისია და  მისი წარმოება საქართველოში პირველად სწორედ "ნიკორამ" დაიწყო. პროდუქტი განკუთვნილია მხო...
დაწვრილებით
სექ
06
2010

სასიამოვნო სიახლე ბავარიული ლუდის მოყვარულთათვის

17 ივნისიდან, "ნიკორას" მაღაზიებში ჩამოსასხმელი გერმანული ლუდების შეძენა შეგიძლიათ. ასორტიმენტშია ჭეშმარიტად მეფური გერმანული ცოცხალი ლუდი "ლოვენბრაუ" (გაფილტრული) და "ფრანცისკანერი" (გაუფილტრავი).  მობრძანდით, დააგემოვნეთ და შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის, ლუდის ხარშვის შვიდ საუკუნოვანი გამოცდილების მქონე გერმანული ცოცხალი ლუდები მხოლოდ ჩვენთან!  
დაწვრილებით
ივნ
17
2010

პალომას საქველმოქმედო აქცია ბავშვთა დღესთან დაკავშირებით

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ნიკორამ" ნაყინის აქცია გამართა. კომპანიის 30 საფირმო მაღაზიაში, პატარებს უგემრიელესი ჭიქის ნაყინი "პალომა" აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადაეცათ. გარდა ამისა, დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და სხვა პატარებისთვის კომპანიამ კოსტიუმირებული გასართობი ღონისძიებებიც გამართა.
დაწვრილებით
ივნ
01
2010
1 2