კომპანიის ისტორია
კომპანიის მისია და მიზანი
ხარისხის სტანდარტი
პროდუქცია
მზარეული

მზარეული

მზარეული

"მზარეული"  ქართული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს ნახევარფაბრიკატების სახით, 2003 წლიდან აწარმოებს. 

სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ISO-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საწარმოში მზადდება და გამორჩეული საგემოვნო თვისებებით ხასიათდება. "მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის  გარეშე, სწრაფად კეთდება.

"მზარეულის" პროდუქცია მაქსიმალურადაა გაჯერებულია იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში  უზრუნველყოფს საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას.

2019 წელს, ბრენდი  უკვე შცვლილი, განახლებული შეფუთვით გამოჩნდა სამომხმარებლო ბაზარზე. ახალი შეფუთვა უზრუნველყოფს, პრო­დუქ­ცია მომ­ხმა­რებ­ლამ­დე პირ­ვან­დე­ლი სა­ხით მივიდეს  და დაიცვას იგი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის, მტვ­რის და სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის­გან.


"მზარეულის" ასორტიმენტშია:

✔ სხვადასხვა სახეობის ხინკალი
✔ პელმენი
✔ ვარენიკი
✔ ბლინი 
✔ კატლეტი
✔ ქართული და ევროპული კერძები

ბრენდი მომხმარებელს სამარხვო პროდუქციის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს. 

"მზარეული" სს "ნიკორას" ჰოლდინგში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მასში განთავსებულია "დომინიონის", "ჰაეკის", "ალოპაკის", "მაუტინგის" "შალერისა" და სხვა ცნობილი მწარმოებლების თანამედროვე დანადგარები, რაც  საშუალებას იძლევა, რომ წარმოების პროცესში პერსონალის ჩარევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

შპს "ნიკორა“: 400132183

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2