Ge | En |
ინგრედიენტები: ქამა სოკო 59%, ხახვი, ზეთი მზესუმზირის რაფინირებული, ქინძი, მარილი, შავი პილპილი.
ხარისხის სტანდარტი |
სს "ნიკორა" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001: 2015, ISO 22000 : 2018 სტანდარტები და ფლობს НАССР სისტემას. ზედმიწევნით იცავს მას - როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის საკითხში "ნიკორა" მუდამ პირველი გახლავთ, რაც მზა პროდუქციის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.
"ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი ბრენდი „კულინარი“ წარმოებაში იყენებს ადგილობრივ ნედლეულს. კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქტი დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყობს.
შენახვის ვადა +2...+8 0C; 48 საათი. |
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |