კომპანიის ისტორია
კომპანიის მისია და მიზანი
ხარისხის სტანდარტი
პროდუქცია
ოკეანე

ოკეანე

ოკეანე

იცით სად ბინადრობს მსოფლიოში საუკეთესო კატეგორიის თევზი? ატლანტიკის ოკეანეში (ნორვეგიის სანაპიროებთან), რომელიც მთელ მსოფლიოს და მათ შორის "ოკეანეს" წარმოებას უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი ნედლეულით მრავალი წელია ამარაგებს. 

"ოკეანე" ქართულ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ მსხვილ წარმოებად მოიაზრება. ბრენდი მომხმარებელს ქართულ ბაზარზე თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს "ოკეანეს" ხიზილალა და კალმახი, რომელიც ოზურგეთში - კომპანიის მფლობელობაში არსებულ მეურნეობაში გამოჰყავთ. საკალმახე მეურნეობა  უზრუნველყოფს "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ცოცხალი კალმახითა და ორაგულისებრთა ხიზილალით მომარაგებას. 


"ოკეანეს" ასორტიმენტშია: 

✔ ცოცხალი, შეცივებული და გაყინული თევზეული
✔ ცივად შებოლილი თევზეული
✔ ცხლად შებოლილი თევზეული
✔ დამარილებული თევზეული
✔ ნახევრად შებოლილი, დაბალმარილიანი თევზეული
✔ პრესერვები

ბრენდის ასორტიმენტში გამორჩეული ადგილი უჭირავს პრესერვებს - პროდუქტს, რომლის წარმოება პირველად საქართველოში სწორედ "ოკეანემ" დაიწყო. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას. 

"ოკეანეს" საწარმოს წარმადობა ყოველთვიურად 30 ტონას აჭარბებს. 

შპს "ოკეანე“: 200265239

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2