გემრიელი და სასარგებლო რეცეპტები
ნამცხვრები
მაფინი ჟოლოს კრემით და შოკოლადით

მაფინი ჟოლოს კრემით და შოკოლადით

.jpg
უცხოური
კატეგორია: ნამცხვრები

ინგრედიენტები:

  • კარაქი ან მარგარინი - 150 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შოკოლადი - 100 გ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
  • ფქვილი - 150/200 გ
  • ჟოლო - 200 გ
  • ხაჭო - 300 გ

მოამზადეთ ცომი: 

შოკოლადი დაჭერით კუბიკებად. 100 გ შაქარი და კარაქი ერთმანეთში გადაზილეთ, დაუმატეთ შოკოლადი, 3 ცალი კვერცხი და აურიეთ. შემდეგ, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და მოზილეთ ცომი.

მოამზადეთ კრემი: 

1 ცალი კვერცხი და 50 გ შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ხაჭო, ჟოლო და აურიეთ.

ცომი გადაიღეთ ფორმებში ისე, რომ ფორმები ნახევრამდე შეივსოს. დაადეთ ზემოდან 2 ს/კ კრემი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი. მაფინს ფორმებშივე დააცადეთ გაციება და შემდეგ ამოიღეთ.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: