მიწისთხილის კარაქი

.jpg
მარტივი
სწრაფი
სამარხვო
კატეგორია: დესერტები

ინგრედიენტები:

  • მიწის თხილი - 2 ჭიქა
  • თაფლი - 3 ს/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/ჭ
  • ზეთი - 3/4 ს/კ

მომზადების წესი:

გარჩეული, მოხალული მიწის თხილი დააბლენდერეთ, დაუმატეთ ზეთი და გააგრძელეთ დაბლენდერება. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ თაფლი და მარილი. კვლავ აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

თქვენი გემოვნების გათვალისწინებით, კარაქი იგივე მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ მიწის თხილისგან - თაფლის, მარილისა და ზეთის გარეშე.