მსხალი ფენოვან ცომში

.jpg
უცხოური
კატეგორია: დესერტები

ინგრედიენტები:

  • მსხალი - 2 ცალი
  • ფენოვანი ცომი - 50 გ
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • დარიჩინი - გემოვნებით
  • მიხაკი - გემოვნებით
  • შავი შოკოლადი - 100 გ

მომზადების წესი:

გათალეთ მსხალი, გული ფრთხილად ამოაჭერით და ყუნწი დაუტოვეთ. ძირი სიბრტყეზე მოაჭერით, რომ შემდეგ ადვილად დადოთ თეფშზე.

საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც შაქარი გადნება, ჩააწყვეთ მსხალი, დაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი. ადუღეთ, დაახლოებით 20 წუთი, სანამ მსხალი არ დარბილდება.

მოხარშული მსხალი ამოიღეთ ქვაბიდან და გააგრილეთ.

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად. თითოეულ ზოლს ფუნჯით წაუსვით წყალი და მსხალს მჭიდროდ შემოახვიეთ.

ცომში გახვეული მსხალი მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე და გამოაცხვეთ წინასწარ, 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 15-20 წუთის განმავლობაში.

სუფრაზე მიტანამდე გამომცხვარი მსხალი, დააწყვეთ თეფშზე და მოასხით ორთქლზე დამდნარი შოკოლადი. 

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: