ყავა მერლინ მონროსგან

.jpg
მარტივი
სწრაფი
უცხოური
კატეგორია: სასმელები
რეცეპტი ვარსკვლავისგან: მერლინ მონრო

ინგრედიენტები:

  • ყავა - 1 ჩ/კ
  • კონიაკი - 15 მლ
  • ნაღები - 50 მლ
  • შაქარი
  • დარიჩინი

მომზადების წესი:

ყავა ჩაყარეთ შესაბამის ჭურჭელში, დაასხით ცივი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადაასხით ჭიქაში, დაუმატეთ 1 ს/კ ადუღებული წყალი და კონიაკი. 

ცალკე ათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად და ნაღების სქელი მასა ფრთხილად მოათავსეთ ყავის ზედაპირზე (ისე, რომ ნაღები არ გაიხსნას ყავაში).

მოაყარეთ დარიჩინი, შაქრის ფხვნილი და არაჩეულებრივი სასმელი მზად არის!