ბრაზილიური კერძი - MOQUECA

.jpg
უცხოური
კატეგორია: ცხელი კერძები

ინგრედიენტები:

  • კრევეტი - 450 გრ
  • ლიმონის წვენი - 75 გრ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ქოქოსის ზეთი - 3 ს/კ
  • მწვანე ხახვი - 4 ცალი 
  • ხახვი - 1 ცალი (ნახევარმთვარისებურად დაჭრილი)
  • წითელი წიწაკა - 1 ცალი
  • პაპრიკა - 2 ჩ/კ
  • პომიდორი - 3 ცალი
  • ქოქოსის რძე - 400 გრ
  • ქინძი - 2 ჩ/კ
  • ბრინჯი

მომზადების წესი:

კრევეტები მოათავსეთ თასზე, მოასხით 2 ს/კ ლიმნის წვენი, 1 ჩ/კ ნიორი, მარილი და შედგით მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

ქოქოსის ზეთი შეათბით ტაფაზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი და ხრაკეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ წითელი წიწაკა, პაპრიკა, მორჩენილი ნიორი და მარინადი მზად არის.

გაფრცქვნილი და გახეხილი პომოდორი, ქოქოსის რძე და მარილი აურიეთ ერთმანეთში და ხარშეთ ორთქლზე 10 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ კრევეტები, მოასხით დარჩენილი ლიმნის წვენი და მომზადებული მარინადი. ხარშეთ ორთქლზე 3 წუთი, სანამ კრევეტები არ გათეთრდება. მიირთვით ქინძში შეზავებულ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

სხვა რეცეპტები:
პელმენი ციმბირული ქოთანში
სოსისი რძიანის მობრაწულა
ფარშირებული კარტოფილი
პასტა კარბონარა
გემრიელი რეცეპტი ლიონელ მესისგან
ყვავილოვანი კომბოსტო ბროკოლით
ყაბაყის და პამიდვრის ფრიტატა
კარტოფილი შაშხით და ყველით
შაშხის კალათები
გამომცხვარი გოგრა ბრინჯის და სოსისის გულსართით
ქათმის ხვეულა ყველით და შაშხით
კარტოფილის ბრაწულები სიომგით
სოკო ჩორიზოს და ყველის გულსართით
გამომცხვარი კარტოფილის რგოლები სიომგით
სოკოს ვარენიკი ბოსტნეულით
ესპანური Paella კრევეტებით
ქამა სოკო მწყრის კვერცხით
სიომგა ფორთოხლის სოუსით
ყაბაყის ნავები სოსისით
ქათმის მწვადი ლუდით
პასტა პამიდვრითა და მოცარელათი
ღუმელში გამომცხვარი კალმახი ფორთოხლით
კალმახი ღვინის სოუსში