Ge | En |
ინგრედიენტები:
• სულგუნი
• შაშხი ბეკონი
• კარტოფილი
• ბაზილიკი და ბროწეული
მომზადების წესი:
სულგუნი და შაშხი ბეკონი დაჭერი თხელ ნაჭრებად.
ბეკონის ნაჭერი შემოახვიე დაჭრილ სულგუნს და მოათავსე წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე. დაელოდე სანამ ბეკონი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს. ყველიც უნდა დადნეს, ისე რომ ხვეულებმა ფორმა არ დაკარგონ.
მომზადებული კერძი გადაიტანე მოხარშულ, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილ კარტოფილზე.
გასაფორმებლად კი ბაზილიკი და ბროწეულის მარცვლები გამოიყენე.
მომზადების დრო: 10 წუთი |
პროდუქცია | კულინარია მოვლენები |