საჭირო ინგრედიენტები:
- ბადრიჯანი
- ძეხვი "მონადირული“
- პომიდორი
- მოცარელა
- ნიორი, მარილი, ზეთი, გამხმარი ბაზილიკი
მომზადების წესი:
დაჭერით ბადრიჯანი მრგვალ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ დაახლოებით 30 წუთი. გარეცხეთ ცივ წყალში. დაჭყლიტეთ ნიორი, დაჭერით პომიდორი და მოცარელა. ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ პომიდორი, დაჭყლეტილი ნიორი, მოცარელა და მოაყარეთ გამხმარი ბაზილიკი. შედგით ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ბოლოს დააწყვეთ დაჭრილი ძეხვი "მონადირული“, გააფორმეთ ცოცხალი ბაზილიკით ან სალათის ფურცლებით და გემრიელად მიირთვით.