გემრიელი და სასარგებლო რეცეპტები
ცხელი კერძები
ღუმელში გამომცხვარი კალმახი ფორთოხლით

ღუმელში გამომცხვარი კალმახი ფორთოხლით

.jpg
სამარხვო
უცხოური
კატეგორია: ცხელი კერძები

ინგრედიენტები:

  • საშუალო ან დიდი ზომის კალმახი - 2 ცალი
  • ფორთოხალი - 2 ცალი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 ს/კ
  • დაფნის ფოთოლი, კამა, როზმარინი, ორეგანო - გემოვნებით
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

კარგად გასუფთავებულ და გარეცხილ კალმახს წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი (როგორც გარედან, ასევე შიგნიდან). თევზის შუაგულში მოათავსეთ რგოლებად დაჭრილი ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრები. ზემოდან მოაწყვეთ დაფნის ფოთოლი, კამა, როზმარინი და ორეგანო.

კალმახი კარგად შეფუთეთ ფოლგაში და შედგით წინასწარ 180°C გახურებულ ღუმელში 30-35წთ, სანამ თევზი მზად არ იქნება.

გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ შეაგრილეთ და მიირთვით თქვენთვის სასურველ გარნირთან ერთად.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
სხვა რეცეპტები:
პელმენი ციმბირული ქოთანში
სოსისი რძიანის მობრაწულა
ფარშირებული კარტოფილი
პასტა კარბონარა
გემრიელი რეცეპტი ლიონელ მესისგან
ყვავილოვანი კომბოსტო ბროკოლით
ყაბაყის და პამიდვრის ფრიტატა
კარტოფილი შაშხით და ყველით
შაშხის კალათები
გამომცხვარი გოგრა ბრინჯის და სოსისის გულსართით
ქათმის ხვეულა ყველით და შაშხით
კარტოფილის ბრაწულები სიომგით
სოკო ჩორიზოს და ყველის გულსართით
გამომცხვარი კარტოფილის რგოლები სიომგით
სოკოს ვარენიკი ბოსტნეულით
ესპანური Paella კრევეტებით
ქამა სოკო მწყრის კვერცხით
სიომგა ფორთოხლის სოუსით
ყაბაყის ნავები სოსისით
ქათმის მწვადი ლუდით
ბრაზილიური კერძი - MOQUECA
პასტა პამიდვრითა და მოცარელათი
კალმახი ღვინის სოუსში
სოსისი ბოსტნეულით