ინგრედიენტები 3 ულუფისთვის:
- პელმენი ციმბირული - 500 გ
- პამიდორი - 1 ცალი
- რძე - 500 მლ
- მაგარი ყველი - 70 გ
- ბულიონის კუბი - 1 ცალი
- სოკო - 150 გ
- მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1.
სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად.
2.
პამიდორი დამდუღრეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად.
3.
რძეში გახსენით ბულიონის კუბი, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი.
4.
თიხის ქოთანში პირველ ფენად მოათავსეთ 3-4 ცალი გაყინული პელმენი ციმბირული და დაუმატეთ დაჭრილი სოკო.
5.
სოკოს მოაწყვეთ 4 ცალი პელმენი ციმბირული და დაუმატეთ პამიდვრის ნაჭრები.
6.
პამიდორს მოაყარეთ გახეხილი ყველი.
7.
კერძს მოასხით მომზადებული სოუსი ისე, რომ ოდნავ დაფაროს ყველი.
8.
ქოთანი შედგით ღუმელში და 30 წუთი გააჩერეთ 180C-ზე. მზა კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით.