გემრიელი რეცეპტები
ცომეული
ჰოთ-დოგი ცხარე ბარბექიუთი, ჩედარით და ხახვის მწნილით

ჰოთ-დოგი ცხარე ბარბექიუთი, ჩედარით და ხახვის მწნილით

.jpg
უცხოური
კატეგორია: ცომეული

საჭირო ინგრედიენტები : 

ჰოთ-დოგის პური

სოსისი ფრანკფურტერი

ყველი ჩედარი

შერეული ფარში (ღორი/საქონელი) - 500 გრ

საშუალო ზომის თეთრი ხახვი - 2 ცალი

ნიორი - 3 კბილი

ტომატპასტა - ½ ს/კ

კეტჩუპი - 3 ს/კ

ბარბექიუ სოუსი - 3ს/კ

ძმარი - 2 ს/კ

მდოგვი - ½ ს/კ

საქონლის ბულიონი - 200მლ

პაპრიკა, დაღერღილი წიწაკა

კუმინი, შავი პილპილი , მარილი 

 

საჭირო ინგრედიენტები ხახვის მწნილისთვის : 

წითელი ხახვი - 1კგ

წყალი - 500მლ

ძმარი - 250მლ

შაქარი - 125გრ

მარილი - 50გრ

 

მომზადების წესი:
1.
პირველ რიგში ამზადებთ ფარშს. ამისათვის, გაცხელებულ, ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ ფარშისგან მომზადებული ბურთები, მას შემდეგ რაც კარგად დაიბრაწება გადმოიღეთ. იმავე ტაფაში უნდა მოშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვი და ნიორი. შემდეგ კი კვლავ ამატებთ ფარშს. უკვე დაბრაწული შაშხის ბურთები შეგიძლიათ დაშალოთ კოვზით და დაიწყოთ შეზავება.
2.
დაამატეთ ტომატპასტა და 1 წუთის განვალობაში კვლავ მოშუშეთ, შემდეგ დაამატეთ სოუსები, ძმარი, სუნელები და ბოლოს საქონლის ბულიონი. ბულიონის ნაცვლად წყლის გამოყენებაც შეგიძლიათ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. მას შემდეგ რაც სითხე დააშრება, გადმოდგით ქურიდან. ხახვის მწნილის მოსამზადებლად აადუღეთ წყალი, დაამატეთ ძმარი, შაქარი და მარილი. დაჭრით ხახვი წვრილ კუბებად და დაასხით მწნილის მანამდე მომზადებული სითხე. მოათავსეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში.
3.
ჰოთ-დოგის გახუხულ პურში მოათავსეთ ჩედარის ნაჭრები, მოხარშული სოსისი ფრანკფურტერი, ზემოდან მოაყარეთ მანამდე მომზადებული ფარში, ცხელ მდგომარეობაში, ბოლოს კი დაამატეთ ხახვის მწნილი.
ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის:
სხვა რეცეპტები:
ალუბლის ვარენიკი
პიცა ბრედ პიტისგან
პიცა სალიამით
იტალიური პასკა პანეტონე
შაშხის და ყველის ღვეზელი ფენოვან ცომში
სიმიტი - სეზამის მარცვლიანი თურქული ბლითები
ბერძნული სააღდგომო ღვეზელი
ტარხუნის ღვეზელი
სიცილიური ღვეზელი შაშხით
სოსისი ფენოვან ცომში
შაშხის და კვერცხის მაფინი
ქაშაყის ფილეს ბურგერი
შაშხის და ყველის ღვეზელი
კრეპები შაშხით ან მოხარშული ძეხვით
ვარენიკი ყველით ბეკონთან ერთად
კორდონ ბლუს ბურგერი
საქონლის ივერია სოსისი ფენოვან ცომში
ნიკორას საშობაო ღვეზელი
კორნ დოგი
ცომში გამომცხვარი ბავარიული სარდელი
პასტა
ჰოთ-დოგი რუკოლას პესტოთი
სენდვიჩი ბეკონით და ცხარე სოუსით
სენდვიჩი სალიამით და ბოსტნეულით
ჰოთ-დოგი ქოლესლოუთი და მდოგვის მარცვლების მწნილით
შაშხის სენდვიჩი მარწყვის ჯემით