საჭირო ინგრედიენტები:
სოსისი ბერნერი
ჰოთ-დოგის პური
საჭირო ინგრედიენტები ქოლესლოუს მოსამზადებლად :
წითელი კომბოსტო - 1 თავი
თეთრი კომბოსტო - ½ თავი
მოზრდილი სტაფილო - 1 ცალი
მაიონეზი - 150 გრ
ნახევარი ლიმონის წვენი
ძმარი - 3ს/კ
დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ
თაფლი - ½ ს/კ
შავი პილპილი, მარილი
საჭირო ინგრედიენტები მდოგვის მარცვლების მწნილისთვის:
წყალი - 150 მლ
ძმარი - 100 მლ
შაქარი - 50 მლ
მარილი - 30 გრ
მდოგვის მარცვლები - 100გრ
მომზადების წესი:
1.
წითელი და თეთრი კომბოსტო დაჭერით წვრილ ნაჭრებად. გახეხეთ სტაფილო.
ცალკე მოამზადეთ სოუსი. ამისათვის, მაიონეზში აურიეთ ლიმონის წვენი, ძმარი, დიჟონის მდოგვი, თაფლი, შავი პილპილი და მარილი.
2.
იმ შემთხვევაში თუ გინდათ, რომ თქვენი სალათი უფრო რბილი გამოვიდეს, დაჭრილ ბოსტნეულს შეგიძლიათ წინასწარ დააყაროთ მარილი, გააჩეროთ 15 წუთი და შემდეგ გაწუროთ. თუ ხრაშუნა გირჩევნიათ, პირდაპირ დაასხით მომზადებული სოუსი, მოურიეთ და მოათავსეთ გახუხულ ჰოთ-დოგის პურში.
3.
ცალკე ამზადებთ მდოგვის მარცვლების მწნილს.
მდოგვის მარცვლები აადუღეთ და გადაწურეთ, გაიმეორეთ ეს პროცესი სამჯერ.შემდეგ კი მწნილისთვის საჭირო სხვა ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ და წამოადუღეთ,მდოგვის მარცვლები დაამატეთ,გადაიტანეთკონტეინერში და 2 დღის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ.
ამ ყველაფრის მომზადების შემდეგ აწყობთ ჰოთ-დოგს. გახუხულ ჰოთ-დოგის პურში მოათავსეთ მანამდე მომზადებული სალათი, შედეგ ჩადეთ დაბრაწული სოსისი ბერნერი ყველით და ზემოდან მოაყარეთ მდოგვის მარცვლების მწნილი, ასევე ქინძი და ოხრახუში გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!