სენდვიჩი სალიამით და ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები :
ძეხვი "სალიამი“
შავი პურის ტოსტი
კრემყველი
ნიორი
ჩერი პომიდორი
ყაბაყი
მოცარელა
ზეითუნის ზეთი
პილპილი
მარილი
მომზადების წესი:
1.
საცხობ ლანგარზე მოათავსეთ პომიდორი ჩერი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. გამოაცხვეთ კარგად გაცხელებულ ღუმელში, 10 წუთის განმავლობაში.
200 გრ კრემყველი გადმოიტანეთ ჯამში და ჩანგლით ურიეთ, სანამ კრემისებურ მასას არ მიიღებთ, შემდეგ დაამატეთ 2 კბილი გახეხილი ნიორი და შავი პილპილი.
დაჭერით ყაბაყი თხელ, ფართო ნაჭრებად.
2.
აწყობა: გახუხული პურის ორივე მხარეს წაუსვით კრემყველის თხელი ფენა. ერთ ნაჭერზე მოათავსეთ სასურველი რაოდენობის ძეხვი "სალიამი“, ხოლო მეორეზე ყაბაყის ნაჭრები.
3.
ყაბაყის ნაჭრებზე ერთ მხარეს დააწყვეთ გამომცხვარი პომიდორი, ხოლო მეორე მხარეს დაჭრილი მოცარელა, დაადეთ ერთამენთს პურის ნაჭრები და გემრიელად მიირთვით !
ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: