შაშხის და ლობიოს წვნიანი

.jpg
უცხოური
კატეგორია: სუპები

ინგრედიენტები:

  • შაშხი- 100 გ
  • თეთრი ლობიო - 200 გ
  • ბოსტნეულის ბულიონი - 3,5 ლ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • პომიდორი - 1ც
  • ხახვი - 1ც
  • დაფნის ფოთოლი - 2ც
  • ნიორი, ოხრახუში, ძირა, მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

ლობიო მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ გარჩეული ნიორი, ძირა და ხარშეთ კიდევ ერთი საათის განმავლობაში. გადაწურეთ წყალი და დაამატეთ ბოსტნეულის ბულიონი.

ტაფაზე მოთუშეთ ხახვი და ნიორი. წვრილ კუბებად დაჭერით პომიდორი და შაშხი. ხახვთან და ნიორთან ერთად დაამატეთ მოხარშულ ლობიოს.

დაფნის ფოთოლთან ერთად, ეს ყველაფერი ხარშეთ კიდევ 10-12 წუთის განმავლობაში.

მას შემდეგ რაც წვნიანი მომზადდება, ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ოხრახუში გემოვნებით.

ნიკორას პროდუქტები ამ რეცეპტისთვის: