პომიდვრის წვნიანი

.jpg
მარტივი
უცხოური
კატეგორია: სუპები

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი -  500 გ
  • პომიდორი - 400 გ
  • წყალი - 1,2 ლ
  • ხახვი - 1 ც
  • სტაფილო - 1 ც
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მწვანილი, ზეთი, მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1,2 ლ წყალში მოხარშეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი.

გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ცხიმწასმულ ტაფაზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დაუმატეთ კანგაცლილი, დაბლენდერებული პომიდორი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

მოხარშულ კარტოფილს, დაუმატეთ მომზადებული პომიდვრის სოუსი, ასევე მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. ადუღეთ კიდევ 5 წუთი.

პომიდვრის წვნიანი შეგიძლიათ გააფორმოთ სასურველი მწვანილით...

გაითვალისწინეთ, რომ გახუხულ პურთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია!