საკვების შერჩევა
საკვების დამუშავება
რეკომენდაციები წაბლის მომზადების დროს

რეკომენდაციები წაბლის მომზადების დროს

.jpg
  • თუ წაბლის შეწვას აპირებთ, წინასწარ დანით ან ჩანგლით უნდა დაჩხვლიტოთ, რათა პროდუქტი შიგნით დაგროვილი ტენისგან არ დაზიანდეს. 
     
  • თუმცა, მოხარშვის დროს წაბლს დაჩხვლეტა არ სჭირდება.
     
  • წაბლს ზედმეტად ნუ შეწვავთ, რადგან ის ტენს სულ დაკარგავს და გამაგრდება.
     
  • მომზადებისთანავე მოაშორეთ კანი, რადგან სანამ თბილია, კანი უფრო იოლად ძვრება.
     
  • გაწმენდილ წაბლს კანისქვეშა გარსიც უნდა მოაშოროთ.
     
  • გამზადებულ წაბლს ნუ შეინახავთ, ის გამოშრება და გემოს დაკარგავს.
     
  • მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც მაშინვე მიირთმევთ.
     
  • უმი წაბლი შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

 



უკან რჩევებში