საკვების შერჩევა
საკვების დამუშავება
ბოსტნეულის მოხარშვისას გასათვალისწინებელი რჩევები

ბოსტნეულის მოხარშვისას გასათვალისწინებელი რჩევები

.jpg
  • ბოსტნეულის მოხარშვა შეგიძლიათ, როგორც წყალში, ასევე ორთქლზე - თუმცა ორთქლზე მოხარშვის შემთხვევაში, პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებები გაცილებით ნაკლებად იკარგება.
     
  • იმისათვის, რომ მოხარშული ბოსტნეული იყოს რბილი და ჰქონდეს სასიამოვნო გემო, ხარშვისას წყალში უნდა დაამატოთ ცოტა შაქარი.
     
  • ბოსტნეული უნდა მოხარშოთ კანიანად, რათა ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა შეინარჩუნოთ. 
     
  • უმჯობესია თუ ბოსტნეულს ჩააწყობთ ადუღებულ წყალში და მოხარშავთ დახურულ ჭურჭელში. ამ შემთხვევაშიც გაცილებით დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეინარჩუნებთ!
     
  • ბოსტნეული უნდა გარეცხოთ მხოლოდ ცივი წყლით.
     
  • სტაფილოს და კარტოფილის ჭარხალთან ერთად მოხარშვა არ შეიძლება, რადგან ამგვარად ისინი კარგავენ ფერსა და გემოს.
     
  • იმისათვის, რომ კარტოფილი სწრაფად მოიხარშოს, შეგიძლიათ წყალში ზეთი დაამატოთ.


უკან რჩევებში