საკვების შერჩევა
სამზარეულოს საიდუმლოებები
თიხის ჭურჭლის მოხმარების წესები

თიხის ჭურჭლის მოხმარების წესები

.jpg
  • თიხა რეაქციაში არ შედის საკვებთან, არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და სრულიად უსაფრთხოა მასში კერძის მომზადება, რადგან გაცხელებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.
     
  • სასურველია ჭურჭელი ღუმელში ცეცხლის ანთებისას მოათავსოთ, რომ ნელ-ნელა გახურდეს.
     
  • კერძის მომზადებისას არ არის სასურველი ამორევა, რადგან თიხის ჭურჭელი არასდროს იკრავს.
     
  • თიხის ჭურჭლის გამოყენებისას დაუშვებელია ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა.
     
  • თიხის ჭურჭელი შეგიძლიათ გამოიყენოთ  პროდუქტების შესანახადაც, ვინაიდან მას გააჩნია უნიკალური თვისება არეგულიროს ტემპერატურა და სინოტივე. გამომწვარ თიხის ქოთანში რძე ინახება 4 დღე-ღამის განმავლობაში, მასში შენახული ხახვი და ნიორი არ ფუჭდება, მურაბა ობს არ იკიდებს, ფქვილსა და ბურღულეულს ჭია არ უჩნდება.
     
  • თიხის ჭურჭელში ჩაი და ყავა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას.
     
  • თუ თიხის ჭურჭელს ცხიმი გაუჯდა, ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა მარილწყლის ანდა ძმრიანი წყლის მრავალჯერადი გამოვლება. ქიმიური საშუალებები ჯობია ნაკლებად გამოვიყენოთ, რადგან თიხის ფორებში ჯდება და შესაძლოა მავნე ზეგავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

 



უკან რჩევებში